გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ცხოვრება გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა არის თანამშრომლობა დასავლეთთან - ამას ალტერნატივა არ გააჩნია
11-05-2016, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გამართული სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ღონისძიებაზე გაიმართა საჩვენებელი სწავლება.

 


„ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას გააჩნია უდიდესი დატვირთვა, პირველ რიგში, საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით. მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოება საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ცხოვრება გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა არის თანამშრომლობა დასავლეთთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამას ალტერნატივა არ გააჩნია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.

 


„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 1
#1   Paata Kvlividze
      
მე ვიცნობ პრეზიდენტსაც და პრემიერსაც.ისენიც მიცნობენ. დიდი შრომაა ყოველივე ამაში ჩადებული. მადლობელი ვარ ქართველი ხალხის თავისი მოთბინებისთვის. მე გული მიგრძნობს, რომ ეხლა მართლა ობიექთურად დაფასდება ჩვენი მოთბინება!
11 მაი 2016 14:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი