ირაკლი ღარიბაშვილი: მესტიის მიმართულებით ავიარეისების აღდგენა მისასალმებელია
14-07-2014, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესტიის მიმართულებით ავიარეისების აღდგენა რეგიონის განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

 

 

ამის შესახებ პრემიერმა ნატახტარის აეროდრომზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც 18 ივლისიდან, მესტიის მიმართულებით ავიარეისების აღდგენის შესახებ ინფორმაცია ოფიციალუარდ გამოცხადდა.

 


პრემიერის თქმით, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მესტიის მიმართულებით ფრენები აღდგება, რაც პირველ რიგში, სვანეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

"მისასალმებელია, რომ ფრენებს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15 ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ სამი წლის გამავლობაში ლიმიტირებული სუბსიდიით წავახალისოთ ქართული კომპანიები. გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით რეისი აბსულუტურად კომფორტულია და მგზავრობის ხანგრძლივობას 45 წუთამდე ამცირებს, ასევე, ბილეთის ფასიც მაქსიმალურად შემცირებულია" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ბილეთის ფასი 65 ლარი იქნება, რათა ავიარეისით სარგებლობა სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

 

 

პრემიერის შეფასებით, სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება რეგიონის განვითარებას ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს, პირველ რიგში კი, ტურიზმს.

 


"ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია. ნატახტარი-მესტიის ავიარეისის განვითარება ტურისტების მოტივაციას გაზრდის, სვანეთს ეწვიონ. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ამ ტიპის ინტენსიური რეისები მაქსიმალურად წაადგება ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით, შიდა რეისების განვითარებას. ეს ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით, საჰარეო ტრანსპორტის ბაზის ჩამოყალიბებას და მის განვითარებასაც" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ქართულ კომპანიას ექნება საშუალება, ქართული მფრინავები და ტექნიკოსები გადაამზადოს, რაც პრემიერის განცხადებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და ნატახტარის აეროდრომის წარმომადგენლებს, გაწეული სამუშაოებისთვის მადლობას უხდის.

 


"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, მესტიის მიმართულებით ავიარეისები 18 ივლისიდან დაიწყება და კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. ბილეთის ფასი 65 ლარი იქნება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი