საქართველოს აეროპორტების გაერთიანება: საჰაერო ხომალდი L 410, რომელიც იფრენს მესტიაში, არის უსაფრთხო
15-07-2014, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საჰაერო ხომალდი L 410 უსაფრთხოა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპონენტების მიერ მას-მედიაში გავრცელებული განცხადებები არის უსაფუძვლო და ის თბილისი-მესტიის რეისის განახლების მნიშვნელოვანი პროექტის ხელის შეშლას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 


"საჰაერო ხომალდი L 410, რომელიც იფრენს მესტიაში არის უსაფრთხო, რასაც ასევე მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო და ევრორეგულაციებზე დაყრდნობით.

 


შესაბამისად, საჰაერო ხომალდი, რომელიც სერტიფიცირებულია ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებისათვის, არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, სწორედ ამის გარანტად დგება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო",-აღნიშნულია განცხადებაში.

 


აქვე განმარტებულია, რომ L 410 ტიპის საჰაერო ხომალდი გამოდის 1969 წლიდან, რომელმაც განიცადა გაუმჯობესება და დღესაც წარმატებით ოპერირებს მთელს მსოფლიოში, ჯამში დაახლოებით 500 მოქმედი თვითმფრინავია ოპერირებაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ლიტვაში და ევროგაერთიანების სხვა ქვეყნებში.

 


"აქედან გამომდინარე, ოპონენტების მხრიდან უბედურ შემთხვევებზე მხოლოდ საჰაერო ხომალდის ტიპზე საუბარი გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა.

 


ოპონენტების მიერ ნახსენები კანადური თვითმფრინავის იმ მოდელთანაც, რომლითაც რამდენიმე წლის წინ ხორციელდებოდა რეგულარული რეისი თბილისი-მესტიის მიმართულებით, დაკავშირებულია არაერთი უბედური შემთხვევა", - ნათქვამია განცხადებაში.

 


"საქაერონავიგაციის" ყოფილმა ხელმძღვანელმა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კარბელაშვილმა განაცხადა, რომ მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა, ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს. კარბელაშვილი მიმართავს მთავრობას, კარგად შეისწავლონ აღნიშნული თვითმფრინავების ისტორია.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი