ნოდარ ჯავახიშვილი: მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე - ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და იმიტომ გავაკეთე გზა - არა გენაცვალე
14-05-2016, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილმა სიის ჩამოყალიბებაში და რატომ შეიძლება ეს შეკითხვა გაჩნდეს, - აღნიშნული განცხადება ნოდარ ჯავახიშვილმა ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

ჟურნალისტის კითხვას, მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილეობას, ნოდარ ჯავახიშვილმა კითხვითვე უპასუხა: ”რატომ არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ჩაერთოს ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ფორმირებაში?”

 


”რატომ შეიძლება ამას უარყოფითი შეფასება მიეცეს? ყველას მოვუსმენ, თუკი ის მეუბნება, რომ რაღაც შეიძლება უკეთესად გაკეთდეს და თუ ეს აზრიანია, მერე შევეცდები განხორციელებას. ბიძინა ივანიშვილი ვინ არის ვინმეს დაავიწყდა? მისი რჩევა შეიძლება ვინმემ არ გაითვალისწინოს? ძალიან კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით. ბატონი ბიძინა მირეკავს დაახლოებით თვენახევრის წინ. ოჯახთან ერთად ყოფილა დავით გარეჯში და მეკითხება - ნოდარ გზა არ ვარგა და გეგმაში ხომ არ გაქვთ გზის შეკეთებაო? ვუპასუხე: არ გვაქვს-მეთქი. მითხრა - კარგი მაშინ არაფერიო. როცა გექნებათ გეგმაში, მაშინ გააკეთეთო. ვუთხარი - რას ჰქვია ბიძინა? იმიტომ კი არა, რომ შენ დამირეკე, ვერ ვასწრებ ყველა გზაზე გავლას და არ ვიცოდი, რომ გზა არ იყო. შენ დამირეკავდი თუ ნებისმიერი გარეჯელი, როგორ შეიძლება ქართველებს გარეჯამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, მე მაგას გავაკეთებთქო ვუთხარი. მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე - ახლა ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა ნოდარ ჯავახიშვილს და იმიტომ გაკეთდა გზა. არა გენაცვალე”,- აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი