პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა სერიოზული ამბავია... ივანიშვილს ბურჭულაძის ჩაძირვა გაუჭირდება - მურმან დუმბაძე
17-05-2016, 06:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა სერიოზული ამბავია. ის ძალიან საინტერესო პოლიტიკურ გუნდს აკეთებს. იმედი მაქვს, რომ ის "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალებსაც" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.


"მე ვითანამშრომლებ ყველა იმ პარტიასთან, რომლებიც არ ითანამშრომლებენ ნაციონალებთან და "ოცნებასთან". ბურჭულაძის გამოჩენა კი იმიტომ მიხარია, რომ ის პოლიტიკურ ველზე კონკურენციას გააჩენს", - აღნიშნავს დუმბაძე და კითხვას - " ჩერნოვეცკის გზას რომ დაადგეს?" - ასე პასუხობს:


"ეს არის გამორიცხული. ივანიშვილს ბურჭულაძის ჩაძირვა გაუჭირდება. ერთხელ "ახალ თაობსათან" ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩერნოვეცკის ერთი სერიოზული მინუსი აქვს - ის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ პასპორტით არის. პაატა ბურჭულაძეს ეს პრობლემა არ აქვს და ის საქართველოს მოქალაქე დაბადებით არის. მას სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ძალიან დიდი საქმე გააკეთა და საარჩევნო ყუთთან დაამარცხა მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ყოფილი პრემიერი არის საფრანგეთის მოქალაქე. მან საფრანგეთში რაც უნდა ფული დახარჯოს, პოლიტიკურ გადატრიალებას ვერ შეძლებს. ამის მიზეზი იქნება ის, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა მხოლოდ პასპორტით. მიუხედავად იმისა, რომ ჩერნოვეცკის უამრავი ფული აქვს, მას პოლიტიკაში ყოველთვის აჯობებს ბურჭულაძე, იმიტომ, რომ საქართველო მისი სამშობლოა. თავის სამშობლოში ჩერნოვეცკი ძალიან წარმატებული იყო. მან სამჯერ მოიგო რადის არჩევნები, ორჯერ კიევის მერი გახდა. ქართულ პოლიტიკაში მან ფეხი ვერ მოიკიდა, რაც პაატა ბურჭულაძეს არ გაუჭირდება. ის კარგ გუნდს კრავს და არჩევნებზე ყველა პოლიტიკურ ძალას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს," აცხადებს მურმან დუმბაძე.

კომენტარები: 1
#1   თამუნა
      
გაზეთი "ახალი თაობა"
მურმან დუმბაძე: `ივანიშვილს ბურჭულაძის ჩაძირვა გაუჭირდება~
`ჩერნოვეცკი პოლიტიკიდან ბიზნესპროექტის სანაცვლოდ წავიდა~
`ყოფილ პრემიერს ბევრი ფული უნდა დავახარჯვინოთ~
რის სანაცვლოდ წავიდა ჩერნოვეცკი პოლიტიკიდან და რა განმარტებები უნდა გააკეთოს მან, რა ინფორმაციის მოძიება მოუწევს მედიას, რატომ გაუჭირდება ივანიშვილს ბურჭულაძის ჩამოშორება? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
_ რამდენიმე კვირის წინ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური აქტივობა შეანელა და თქვა, რომ მხოლოდ ქობულეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. თქვენ ეს ამბავი მისი და ივანიშვილის შეხვედრას დაუკავშირეთ. ამ დღეებში კიევის ყოფილმა მერმა განაცხადა, პოლიტიკიდან საერთოდ მივდივარო. ამას რითი ახსნით?
_ გიდასტურებთ, რომ სწორედ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შეანელა მან პარტიული საქმიანობა. ჩერნოვეცკიმ ჩემთან პირად საუბარშიც დაადასტურა, რომ მას ყოფილ პრემიერთან ჰქონდა შეხვედრა. ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში მან ქობულეთში პარტიული ოფისი გახსნა და თქვა, რომ მხოლოდ მაჟორიტარად კენჭისყრით შემოიფარგლებოდა. ახლა კი ვგებულობთ, რომ ის ქართულ პოლიტიკას საერთოდ გაერიდა.
კიევის ყოფილი მერი განმარტავს, რომ მან ეს გადაწყვეტილება გამოკითხვის შემდეგ მიიღო. მე ამ ვერსიის არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მან კი არა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.
_ ბევრი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა დანაკლისი საერთოდ არ არის. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. ურიგო არ იქნებოდა, თუ მას ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩევდნენ. ის ქობულეთში კარგ საქმეებს აკეთებს და იმედი მაქვს, რომ საქველმოქმედო საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.
პოლიტიკაში ჩერნოვეცკის შემოსვლა სხვა კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი. ამ ადამიანს აქვს ფული, პარტიის არსებობას და საქმიანობას კი ფული სჭირდება. მას პოლიტიკური აქტივობა რომ არ შეეჩერებინა, კარგ პარტიას შევქმნიდით და არჩევნებზეც სერიოზულ შედეგს დავდებდით.
_ თქვენ მოიაზრებოდით მის გუნდში. მისი წასვლის შემდეგ თქვენც ხომ არ გაერიდებით პოლიტიკას?
_ რას ჰქვია გავერიდები? მე და ჩემი მეგობრები ვრჩებით პოლიტიკაში, თანაც ღრმა პოლიტიკაში. კარგი იქნებოდა, კიევის ყოფილი მერიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ის ივანიშვილს შეხვდა და სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებაზე მას პასუხს ვერ მოვთხოვ. ჩემი პასუხი იქნება ის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიბრძოლებ ლელოს გასატანად.
_ ივანიშვილმა მიაღებინა გადაწყვეტილებაო, ამბობთ და როგორ გგონიათ, ეს გადაწყვეტილება ტკბილი სიტყვით მიაღებინა, დაემუქრა თუ კიდევ რაიმე ხრიკი იხმარა ჩერნოვეცკისთან?
_ არა მგონია, რომ ივანიშვილი მას უხეშად დალაპარაკებოდა. სხვა თუ არაფერი, ისინი ფინანსური თვალსაზრისით თითქმის ტოლები არიან. მე არ ვანგარიშობ, როგორ და რა გზით მოიპოვეს ამ ადამიანებმა სხვა ქვეყანაში მილიარდები. ჩემი ამოცანაა, რომ ამ მილიარდერებმა ეს ფული საქართველოს ტერიტორიაზე დახარჯონ.
ძალიან მესიმპათიურება ალეკო ელისაშვილი და მის ბევრ მოსაზრებას ვუჭერ მხარს, მაგრამ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს და ბოტანიკურ ბაღში ივანიშვილის მიერ ფულის დახარჯვას არ ვგმობ, მე იმას ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ, რომ მან ფინანსური აქტიურობა შეაჩერა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მან რაც შეიძლება მეტი ფული დახარჯოს.
_ მოდით, ისევ ორი მილიარდერის გარიგებას დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, რაზე შეთანხმდებოდნენ?
_ არის მოსაზრება, რომ ჩერნოვეცკი პოლიტიკიდან იმ ბიზნესპროექტის სანაცვლოდ წავიდა, რომლის განხორციელებაც უნდოდა და ვერ ახერხებდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიზნის მისაღწევად მან ჩემი პერსონაც გამოიყენა.
_ რანაირად გამოგიყენათ?
_ მან მე სავარაუდოდ იმიტომ შემომთავაზა თანამშრომლობა, რომ ივანიშვილის ყურადღება მიეპყრო და მასზე გასულიყო.
_ პოლიტიკური აქტივობის გარეშე მასზე ვერ გავიდოდა?
_ რადგან ასე მოიქცა, ეტყობა, ვერ გავიდა.
_ ამის მცდელობა ჰქონდა?
_ ვერ გეტყვით, შესაძლოა, ჰქონდა. რამდენადაც მე ვიცი, პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას სანამ გააკეთებდა, ივანიშვილთან შეხვედრილი არ იყო.
_ ეს მან გითხრათ?

_ ეს ჩერნოვეცკიმ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს მითხრა.
_ წინა ინტერვიუში გვითხარით, ღარიბაშვილის პრემიერობა ჩერნოვეცკის შეეწირაო. მაშინ ამ თემაზე მეტი კონკრეტიკა არ ისურვეთ. იქნებ ახლა მაინც გვითხრათ რაიმე დამატებითი დეტალი.
_ დეტალების გამხელას არც ახლა ვაპირებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემთან შეხვედრის შემდეგ ჩერნოვეცკის ხვდება ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრიდან მეორე თუ მესამე დღეს ღარიბაშვილი თანამდებობიდან წავიდა. ის ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა.
ქვეყნის პირველი პირის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას ივანიშვილი სერიოზული მიზეზების გარეშე არ მიიღებდა. იმუშავეთ ამ თემაზე და ძალიან საინტერესო ამბავს გაიგებთ.
_ ბიზნესპროექტის სანაცვლოდ წავიდა ჩერნოვეცკი პოლიტიკიდანო და ამ პროექტის განხორციელებაში უშლიდა ხელს ღარიბაშვილი? ან იქნებ მის საარჩევნო სიაში ღარიბაშვილის ხალხი იყო შეყვანილი? თქვენ ადრე გვითხარით, რომ იმ დროს, როცა ღარიბაშვილი გადადგა, სიის ათეულზე მუშაობდით.
_ ასე გინდათ რამე მათქმევინოთ? არაფერი გამოგივათ. საკითხი კი ძალიან სერიოზული და საინტერესოა. მას თუ მიჰყვებით, ბევრ საინტერესოს გაიგებთ.
_ თქვენ ამ ამბავს არასდროს გაამხელთ?
_ გააჩნია, რა ინფორმაციებს მოიძიებს მეოთხე ხელისუფლება.
_ ჩერნოვეცკის შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდა პაატა ბურჭულაძე. ივანიშვილი მასაც ხომ არ შთააგონებს, რომ გამოკითხვა ჩაატაროს და პოლიტიკას გაერიდოს?
_ პაატა ბურჭულაძე სერიოზული ამბავია. ის ძალიან საინტერესო პოლიტიკურ გუნდს აკეთებს. იმედი მაქვს, რომ ის `ქართულ ოცნებასაც~ და ნაციონალებსაც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.
_ ასე ძალიან რატომ გულშემატკივრობთ ბურჭულაძეს, მის გუნდში ხომ არ აპირებთ შესვლას?

_ მე ვითანამშრომლებ ყველა იმ პარტიასთან, რომლებიც არ ითანამშრომლებენ ნაციონალებთან და `ოცნებასთან~. ბურჭულაძის გამოჩენა კი იმიტომ მიხარია, რომ ის პოლიტიკურ ველზე კონკურენციას გააჩენს.
18 მაი 2016 12:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი