ვიქტორ ჯაფარიძე "ქართული ოცნებიდან" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრისთვის მზადყოფნას გამოხატავს
18-05-2016, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ მქონია, თუმცა, გუნდის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აუცილებლად ვიყრი კენჭს პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატად საკანონმდებლო ორგანოში“, - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ვიქტორ ჯაფარიძემ გააკეთა.


„მაჟორიტარული სიების შედგენაზე, პარტიის შიგნით მიმდინარეობს ზოგადი საუბრები, თუმცა, ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი "მესიჯი" არ გაჟღერებულა, შესაბამისად, არ ვიცი ვიქნები თუ არა დასახელებული ისევ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მოგეხსენებათ, რომ ერთიანდება ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და მესტიის მუნიციპალიტეტები ერთ მაჟორიტარულ ოლქად, რასაც შინაგანად არ ვეთანხმები, თუმცა, სხვა გზა არ იყო. თუ ჩემი წარდგენა მოხდა, აღნიშნული ოლქის მაჟორიტარი ვიქნები“ - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.


guardian.ge-ს კითხვაზე, იმ შემთხვვევაში, თუ იგი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარ კანდიდატად არ იქნება წარდგენილი, ხომ არ გეგმავს რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ალიანსს - ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გუნდის წევრად დარჩება ნებისმიერ შემთხვევაში.


„სხვა პოლიტიკურ პარტიებთან რაიმე ტიპის კონსულტაციებს არც კი განვიხილავ, ვარ გუნდის წევრი და ვიქნები თუ არა ისევ მაჟორიტარი დეპუტატი, მაინც დავრჩები გუნდის წევრად. მე არ ვარ მოთამაშე და აქეთ-იქეთ გადამხტომი, თუ არ ვიქნები მაჟორიტარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სხვაგან უნდა წავიდე. 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ ვუყურებდი რეჟიმს, რომელიც მაშინ არსებობდა. ეს რეჟიმი ჩვენ შევცვალეთ, წელს კი ჩვენ იგივე ბოროტებას არ ვებრძვით.  2012 წელს ბიძინა ივანიშვილის წყალობით ჩვენ დავამარცხეთ სატანა, ივანიშვილი კი ღმერთმა გამოაჩინა, გვიხსნა და გადაარჩინა საქართველო. ვიმეორებ, თუ ჩემს ქვეყანას დავჭირდები ჩემი გუნდის სახელით ყველგან დავდგები“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ და დაამატა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებში უკონკურენტოა.

 

„საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება აუცილებლად გაიმარჯვებს, მე ვერც ერთ ახლადშექმნილ და ძველ პარტიას კონკურენტად ვერ აღვიქვამ. ეს იქნება დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ მოვალთ უმრავლესობით. და ეს გამარჯვება ამ გუნდს ეკუთვნის ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, თუნდაც ის, რომ ქვეყანაში არავინ არავის არაფერს არ ართმევს, ადამიანებს ერთმანეთის აღარ ეშინიათ. აღარ არის დაბეზღება, ცილისწამება, კრიმინოგენული მდგომარეობა გამოსწორებულია. ვერავინ ვერ მეტყვის რომ ბიზნესს ვინმე სადმე ხელს უშლის. თუ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება - ვიცხოვროთ, თუ გვინდა მიშა, ეს სხვა საკითხია, არჩევანი ქართველ ხალხზეა“ - განუცხადა guardian.ge-ს ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი