უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებას ტერორისტული აქტი . ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ უწოდაანუცხადა.
"ეს არ იყო ინციდენტი, არც კატასტროფა, არამედ იყო ტერორისტული აქტი"- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თვითერზე.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს, რომელსაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პოროშენკოს განმარტებით, მომხდარი ფატქი უკანასკნელ დღეებში მესამე შემთხვევაა, მანამდე რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოგდებულ იქნა ან-26 ტიპისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი.
პოროშენკოს ინფორმაციით, მისი დავალებით შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ ინციდენტის გამოძიებაზე იმუშავებს. მისივე თქმით, გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ნიდერლანდებისა და ICAO -ს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტები.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.