ქობულეთში 2 ახალი სკვერი მოეწობა. პროექტის ფარგლებში აბაშიძის ქუჩაზე სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო ჭავჭავაძის ქუჩაზე სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგელებში, სკვერებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, მწვანე ზოლი, დაიგება დეკორატიული ფილები და დამონტაჟდება გარე განათების სისტემები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერებში დეკორატიული სკამები დამონტაჟდება.
სკვერების კეთილმოწყობისთვის გამგეობა 278 000 ლარს დახარჯავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.