ევროკონტროლმა" სამოქალაქო თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცე დაუხურა, – ამის შესახებ "იტარ-ტასი" აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორზე დაყრდნობით იუწყება.
"ევროკონტროლმა" დახურა უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. ეს მოხდა უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ", – აღნიშნავს"იტარ-ტასი".
დონეცკის ოლქის დასახლებაში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777″ ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 295-ვე ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.