„ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დანაპირები, მე ვუერთდები პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას - დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე
23-05-2016, 03:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი  guardian.ge-სთან გააკეთა. გიორგი ლაფანაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი იმედები არ გაამართლა.


ლაფანაშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე მისი „ქართულ ოცნებაში“ შესვლის მიზანი სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლა და უსამართლობის დამარცხება იყო. დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ იმედები ვერ გაამართლა.


“ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დანაპირები, ქვეყანაში კვლავ უსამართლობაა, მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა, უჭირს ხალხს. მე ვუერთდები პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას, ეს გუნდი ჩემში ნდობას იწვევს და მსურს მათ გვერდით დავდგე და ერთად ავაშენოთ ქვეყანა“ - განაცხადა  guardian.ge - სთან საუბარში გიორგი ლაფანაშვილმა.


დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ შეთავაზება „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენლებისგან არ მიუღია და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. გიორგი ლაფანაშვილი  თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა ქვეყანაში ბევრ პრობლემას მოაგვარებს და ხალხს იმედს აღარ გაუცრუებს.

კომენტარები: 1
#1   რომიკა
      
როგრ გგონია, ბურჭულაძეს აქვს ძალა სამართლიანობის აღსადგენსდ. თვითონ რა გააკეთე ამისათვის? იბრძოლე? ღალატმა იცის შეჩვევა. ბურჭულაძის შემდეგ სადგადახვალთ.
24 მაი 2016 00:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი