23-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
21-07-2014, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ მსახურობდა. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს

 


150 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გეგეჭკორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. აეროდრომზე ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

 


რამდენიმე დღის წინათ 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ISAF-ის მისიის დასრულება ბაზა „ლეზერნეკზე“ საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს.

 


ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

 

 

23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. რამდენიმე კვირაში 23-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი