მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტის გეგმის შესრულებას 126 მილიონი ლარი დააკლდა. ბიუჯეტის გარღვევის მიზეზი ამჯერადაც გრანტები და კრედიტებია.
აღნიშნულ საკითხზე გაზეთი ,,რეზონანსი" დღევანდელ ნომერში წერს.
გაზეთის ინფორმაციით, 6 თვის მონაცემებით, ქვეყანაში დაგეგმილი გრანტების 47,09% შემოვიდა.
,,სახელმწიფო მიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, შემოსულობების მაჩვენებელმა 3,953 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 96,9%-ია. ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, ამ პერიოდში სულ შემოსულობების მაჩვენებელი 4,079 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო, შედეგად გამოდის, რომ 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტი 126 მლნ ლარით გაირღვა",- წერს გაზეთი.
რაც შეეხება ხარჯვას, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველაზე დიდი გარღვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებშია.
,,კერძოდ, 6 თვის გეგმის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 231 მლნ ლარამდე უნდა დახარჯულიყო. ამ დროისთვის ათვისებულია მხოლოდ 217 მლნ ლარი. კატასტროფული ჩავარდნაა ასევე, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. ამ მიზნით 6 თვის ბიუჯეტში 102,3 მლნ ლარი გაიწერა, 6 თვეში კი მხოლოდ 42,9 მლნ ლარის დახარჯვა მოხერხდა. აქ გარღვევა 58%-ია",- აღნიშნავს გამოცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.