თბილისის მერიის „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
22-07-2014, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თბილისის მერიის "ქონების მართვის სააგენტოს" უფროსი დავით ჭედია მისცა.

 

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, როგორც გამოძიებით დადგინდა, დავით ჭედია 2011 წლიდან თბილისის მერიის "ქონების მართვის სააგენტოს" უფროსის თანამდებობაზე მუშაობს და საჯარო მოხელეს წარმოადგენს. მის უფლებამოვალეობას თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების, განკარგვის და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი მომზადებული პროექტების თბილისის მთავრობის სხდომაზე გატანა წარმოადგენს.

 

 

უწყებაში განმარტავენს, რომ 2013 წლის 17 ივლისს, ქალაქ თბილისის მერიამ შპს "გუდაური სქი რესორტს"" მიმართა და საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 193 500 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოითხოვა.

 

 

"აღნიშნულის შესახებ გიორგი ღონიაშვილისთვის გახდა ცნობილი, რომელმაც შპს "გუდაური სქი რესორტ"-ის ფაქტიურ მფლობელს გიორგი კაპანაძეს 50 000 ლარის სანაცვლოდ, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან საკუთარი კონტაქტების გამოყენებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება შესთავაზა. გიორგი კაპანაძისგან თანხმობის მიღების შემდეგ, გიორგი ღონიაშვილი თავის ნაცნობს - თბილისის მერიის "ქონების მართვის სააგენტოს" უფროს დავით ჭედიას დაუკავშირდა, რომელსაც შპს "გუდაური სქი რესორტისთვის" დარიცხული პირგასამტეხლოს მოხსნა და ამასთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანა სთხოვა" - განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.

 

 

უწყების ინფორმაციით, დავით ჭედია გიორგი ღონიაშვილის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურის თანამშრომლებს შპს "გუდაური სქი რესორტისთვის" პირგასამტეხლოს მოხსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტი მოამზადებინა და საკითხის თბილსის მთავრობის სხდომაზე გატანა დაავალა.

 

 

"მიმდინარე წლის 25 აპრილს თბილსის მთავრობამ, დავით ჭედიას დავალებით მომზადებული საკითხის საფუძველზე შპს "გუდაური სქი რესორტთვის" პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საჯარო ინტერესი არსებითად დაირღვა" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 


საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი