„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კომიტეტი საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
26-05-2016, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ „სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საორგანიზაციო კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სურვილის გამო - საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ საბჭოს გადაწყვეტილებას დაურთონ გადახედილი „დროებითი შეჩერების“ მექანიზმი. ამის შესახებ განცხადება კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

 

„კომიტეტი აღიარებს ევროკავშირის ლეგიტიმურ უფლებას და საჭიროებას, გააკონტროლოს მისი საზღვრები, ხაზგასასმელია, რომ საქართველომ და უკრაინამ სრულად შეასრულეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ისინი არ აყენებენ ევროკავშირს რაიმე მნიშვნელოვანი მიგრაციული

 

გამოწვევების წინაშე. იმის გამო, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის გადახედვა ავტომატურად ყველა იმ ქვეყანაზე ამოქმედდება, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, არ არსებობს პრაქტიკული საჭიროება იმისა, რომ აღნიშნული შესწორება საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას თან დაერთოს“, - წერია განცხადებაში.

 

კომიტეტის განცხადებით, ამ ორი საკითხის გაერთიანება გამოიწვევს უსარგებლო ხანგრძლივ პროცედურებს და უვიზო რეჟიმის დაწესების შეყოვნებას.

 

„საზოგადოებრივი აზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, კომიტეტი დარწმუნებულია, რომ მსგავსი შეყოვნება მნიშვნელოვნად დააზიანებს ევროკავშირის იმიჯს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და ამ ორ ქვეყანაში საზოგადოების გაუცხოებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომიტეტის განცხადებით, ძველი ელიტების არსებობითა და რუსეთის გავლენის გამო, რეფორმების პროცესი საქართველოსა და უკრაინაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი