[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მიხეილ სააკაშვილი: „ჰეი, თქვენ ბიჭებო კიევში, საერთოდ მხეცებად იქეცით? ასეთ რამეს უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეაშიც კი არ აკეთებს პროკურატურა
26-05-2016, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რატომ დააკავეთ ჩვენი ხალხი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ისინი. ეს არის იაფფასიანი პროვოკაცია. სირცხვილია, რასაც თქვენ აკეთებთ,“ - ასე მიმართა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში მიმდინარე ჩხრეკისას შენობაში მყოფ შეიარაღებულ ნიღბიანებს, რომლებიც სააკაშვილის განცხადებით, იქ გენერალური პროკურატურის იაფფასიან და პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

  


„იძულებული გავხდი კარები შემენგრია, რადგან მათ ჩვენი თანამშრომლები ჰყავთ დაკავებული, ადვოკატების გარეშე და ყველა კანონის დარღვევით. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური პროვოკაციაა, რომელიც დაკვეთილია ამ არარაოებების მიერ გენერალური პროკურატურიდან. მე ვწუხვარ, რომ ეს ბიჭები ასრულებენ ამ დავალებას: „საბრძოლო მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში არ გრცხვენიათ, რომ აქ ავტომატებით მოხვედით. თუ ქვეყნის დაცვა გინდათ, ფრონტზე წადით. მე თქვენ ნაცვლად მრცხვენია ბიჭებო“- მიმართა სააკაშვილმა ნიღბიან შეიარაღებულებს და განაგრძო: „ვიღაცას როგორც ჩანს არ მოეწონა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ჩემს გარშემო ერთიანდებიან, ვიღაცას როგორც ჩანს ჩემი სხვა განცხადებები არ მოეწონა...

 


„ჰეი, თქვენ ბიჭებო კიევში, საერთოდ მხეცებად იქეცით? საერთოდ ჭკუიდან შეიშალეთ ყველანი? ასეთ რამეს უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეაშიც კი არ აკეთებს პროკურატურა. მე უკვე ვესაუბრე გენერალურ პროკურორს, რომ დროზე გაიყვანოს აქედან შეიარაღებულები. დროა უკრაინაში ეს სირცხვილი დამთავრდეს. იმის ნაცვლად, რომ ეს ბიჭები ბრძოლობდნენ, მათ იაფფასიანი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ... რამდენჯერ შეიძლება უკრაინაში ერთი და იგივე მეორდებოდეს, მე ველოდები მოქმედებას პრეზიდენტისაგან,“ განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.

 


უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უახლოეს საათებში აპირებს მოისმინოს საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელების მოხსენება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას უკავშირდება. უკრაინული მედია ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

 

 

უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკას ატარებენ, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2011-13 წლებში.

 


„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს“, - აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი