პაატა ბურჭულაძე: მოძრაობა უმოკლეს ვადაში შექმნის სხვა საქართველოს, რომელიც ხალხის ნებით იმართება და ხალხის სამსახურში იქნება
28-05-2016, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორ გამოვასწორებთ ქვეყნის მთავარ პრობლემას, უმუშევრობას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას? ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც ეს მოძრაობა უმოკლეს ვადაში შექმნის სხვა საქართველოს, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელ ყრილობაზე, მოძრაობის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.

 

 

"ჩვენ გვაქვს გეგმა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ რამოდენიმე გიგანტურ პროექტს, დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მცირე ბიზნეს პროექტებზე. მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ქონდეს მეწარმეობას! სწორედ ეს იქნება სახელმწიფო ხალხისთვის! გვაქვს გეგმა, როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ. არ შეიძლება სოფელში თითქმის ყველა ადამიანი ელოდებოდეს, როდის მიაღწევს მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც საპენსიო ასაკს, რომ ამ პენსიით არჩინოს ოჯახი. ამაზე ვინ უნდა იზრუნოს? სახელმწიფომ, და აი ამიტომაც გვინდა სახელმწიფო ხალხისთვის.

 

 

მეტი საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება განათლებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. განხორციელდება საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია. გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობა მიზნობრივ სეგმენტზე, კერძოდ , სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე. სოფლის მეურნეობის დაფინანსება უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული გრძელვადიან განვითარებაზე; აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც ეს მოძრაობა უმოკლეს ვადაში შექმნის სხვა საქართველოს, რომელიც ხალხის ნებით იმართება და ხალხის სამსახურში იქნება!. ეს არის ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანია”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი