პაატა ბურჭულაძე სანდრო გირგვლიანის მამას: მე გაძლევთ პირობას - თქვენ არასოდეს ინანებთ, რომ დღეს აქ ზიხართ
28-05-2016, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი, პაატა ბურჭულაძე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

 

 

”ქუთაისში მითხრეს, ერთ ხანდაზმულ ქალბატონს შენი ნახვა უნდა, მაგრამ ლოგინადაა ჩავარდნილი. მივედით დეიდა მარიამთან. წლებია ეს ქალი თურმე სახლიდან ვერ გამოდის. მომიყვა, რომ მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბერს, ძალიან მოინდომა, ღმერთს სთხოვა, ძალა მომეციო, მეზობლებს სთხოვა, დამეხმარეთ და დიდი გაჭირვებით წავიდა არჩევნებზე, რომ ”ქართული ოცნებისთვის” ხმა მიეცა. როგორც არასდროს ცხოვრებაში, ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დადგებოდა და ჩემნაირი ხალხისთვის იქნებოდაო. მე, სახლიდან გამსვლელი აღარ ვარ, დედაო მითხრა. გული დამეწვა, ვიცი, რომ უმრავლესობა ამას ფიქრობთ. 2012-ში ყველამ ასე გაიჭირვეთ, ყველამ მოინდომეთ და შეუძლებელი შეძელით. თქვენმა სიმამაცემ შეცვალა უსამართლო ხელისუფლება და დღეს არავის აქვს უფლება რამე დაგამადლოთ და საკუთარ თავზე დაიბრალოს ეს გამარჯვება. თქვენ გაიმარჯვეთ, მაგრამ სახელმწიფო ისევ აღარ არის ხალხისთვის, როგორც არ იყო წინა მთავრობის დროს. ამიტომ გამარჯვებას გაგრძელება სჭირდება! ღმერთმა გვიცოცხლოს დეიდა მარიამი, რომ ნახოს როგორ დადგება ქვეყანა სწორ გზაზე და როგორი იქნება ახალი სახელმწიფო მისნაირი ხალხისთვის. დეიდა მარიამ, გთხოვთ კიდევ ერთხელ გაიჭირვოთ და მოხვიდეთ არჩევნებზე! იმიტომ, რომ მეც ისეთივე მოტყუებული ვარ, როგორც თქვენ! იმიტომ, რომ მეც ისეთივე იმედგაცრუებული დამტოვა, ჯერ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და მერე ”ქართულმა ოცნებამ”, როგორც თქვენ. ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ! ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა დარბაზში მყოფ სანდრო გირგვლიანის მამასაც მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სანდრო გირგვლიანის სახელის გამოყენებით მოვიდა სათავეში.

 

 

”ბატონო გურამ მე გაძლევთ პირობას, მურუსიძის სინდრომს ჩვენ გავაქრობთ. გავაქრობთ კანონიერად!!!. მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ არასოდეს ინანებთ, რომ დღეს აქ ზიხართ და მე ვაძლევ პირობას ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაპირდნენ, სამართლის აღდგენას, თუმცა მათი სამართალი დღემდე არ აღმდგარა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გავაპროტესტეთ მურუსიძის დანიშვნა. თავიდანვე ავტეხეთ განგაში, რადგან ცხადი იყო, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე, მურუსიძით ბრუნდებოდა ”ნაციონალური მოძრაობა”, ”ქართული ოცნების” სახით. და აი შედეგიც, უკვე სახეზეა მურუსიძისეული გადაწყვეტილებები, გნებავთ „რუსთავი-2“-ზე და გნებავთ ე.წ კაბელების საქმეზე. პოლიტიზებული სასამართლო,რომელიც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს, ზუსტად ისე, როგორც ასრულებდა წინა ხელისუფლების დროს.

 

 

ჩვენ განვახორციელებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების რეალურ რეფორმას, განვახორციელებთ ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზირებას, განვამტკიცებთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვუზრუნველყოფთ საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოებას ვაქცევთ ხელისუფლების პარტნიორად. ამის შედეგად მივიღებთ თავისუფალ ადამიანს თავისუფალ ქვეყანაში, ადამიანს, რომელიც სუნთქვას თავისუფლად, ადამიანს, რომელსაც აქვს უფლებები, ადამიანს, რომელიც დაცულია”, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბურჭულაძემ.

 

 

კომენტარები: 1
#1   ciala
      
იმედი ნამდვილად გაგვიჩნდა, მაგრამ მთავარია რომელი სახეები გამოჩბდებიან პარტიაში. სოსო ალავიძე ნამდვილი ფაშისტი იყო, ეს საშინელებაა. როგორც ჩანს ის მოდის თქვენთან პარტიაში და ეს პირველი სახე უკვე იმედგაცრუებას იწვევს.
28 მაი 2016 11:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი