მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის ტერიტორიის სრული სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო
28-05-2016, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის ტერიტორიის სრულისარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე, მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებშიის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.

 

 

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

 

 

ამჟამად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების(კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის; სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეკეთდება და განახლდება ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს. მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, დამონტაჟდება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები. ასევე, მოხდება მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი და მის ადგილს ახალი, თანამედროვე სტანდარტების 4 სართულიანი შენობა დაიკავებს, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის. მოეწყობა ავტოპარკი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს.

 


სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის მისიის დირექტორთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი