მიხეილ გიორგაძე, მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს
24-07-2014, 00:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე, მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

 

 

როგორც გიორგაძემ "ქრონიკის" ეთერში განაცხადა, მან მინისტრის პოსტის დასაკავებლად, შეთავაზება გუშინ მიიღო.

 

 

მინისტრობის კანდიდატს კონკრეტულ გეგმებზე საუბარი ამ ეტაპზე არასერიოზულად მიაჩნია და აცხადებს, რომ ჯერ სამინისტროს სტრუქტურასა და გეგმებს უნდა გაეცნოს.

 

 

"ამის შემდეგ შემეძლება კონკრეტულ პროექტებზე ვისაუბრო. ალბათ სიურპრიზი არავისთვის იქნება, რომ ის გეგმები, რაც სამინისტროში არსებობს, ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდება იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც, წლებია მოვდივარ. უამრავი დიდი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული, ერთი მსოფლმხედველობის გუნდი ვართ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს გვერდით ჩემი გუნდი უნდა იყოს" - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროში მინისტრის როლი ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს, რადგან კულტურის სამინისტრო აქამდე საკმაოდ პასიური ჩანდა.

 

 

"კულტურის სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე ინიციატივის მატარებელი უნდა იყოს. 26-მდე რამდენიმე დღე კიდევ მაქვს, ამიტომ გარკვეულწილად შევძლებთ, ჩვენი ხედვა პარლამენტის წინაშე წარვადგინოთ" - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

საყდრისის საბადოს დაკავშირებით კი, გიორგაძე აცხადებს, რომ საკითხში უნდა გაერკვეს და მისი პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან ორი დღის წინ გაათავისუფლა. პრემიერმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატად მიხეილ გიორგაძე დღეს დაასახელა, რომელიც კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი