მიხეილ ჯანელიძე: აფხაზეთში ჩატარებულ არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება
28-05-2016, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებულ არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება.

 

 

მინისტრი ასევე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში ფიფა-ს წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას.

 

 

”რაც შეეხება აფხაზეთში ფიფას წარმომადგენლის ჩასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს დადასტურებული არ არის, ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და თუ დადასტურდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, აფხაზეთი, ხვალ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპირძლებს. ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განმარტებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს.

 

 

„სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

 

 

ConIFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი უმასპინძლებს, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი