ინტერპოლმა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუჰუდინოვზე ძებნა გამოაცხადა
29-05-2016, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტერპოლი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუჰუდინოვს ეძებს.

 

ინტერპოლის ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „სევერის“ ბატალიონის 29 წლის წევრი, რომელსაც ბრალად ნემცოვის მკვლელობის დაკვეთა და ორგანიზება ედება, პოვნისთანავე უნდა დააკავონ.

 

ნემცოვის ოჯახის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი კი მიიჩნევს, რომ რუსლან მუჰუდინოვი დამკვეთთა შორის ყველაზე დაბალი რანგისაა და რუსეთის საგამოძიებო სამსახური მისი დაკავებით „სევერის“ ყოფილი მეთაურის რუსლან გერემეევისა და ჩეჩნეთის ლიდერის უახლოესი პირების დაცვას ცდილობს.

 

2015 წლის 18 ნოემბერს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულს დაპატიმრება დაუსწრებლად მიუსაჯა. რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი