იტალიის სამხრეთით დიდი ზომის ნავების ჩაძირვისას 700-ამდე მიგრანტი დაიღუპა
29-05-2016, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შიშობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ლიბიის სანაპიროდან შორს, 700-ამდე მიგრანტია დაღუპული ხომალდების ჩაძირვის სერიისას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


დიდი ზომის ნავები ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იტალიის სამხრეთით მაშინ ჩაიძირა, როცა მიგრანტები საზღვაო თვისებების არმქონე ხომალდებით ევროპაში შეღწევას ცდილობდნენ.

 


მას შემდეგ რაც თურქეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად საბერძნეთის მარშრუტი შეიზღუდა, მიგრანტები ევროპაში შეღწევას აფრიკიდან ცდილობენ.

 


ნავების ჩაძირვების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაეროს წარმომადგენელმა კარლოტა სამიმ გაავრცელა:

 


თითქმის 100 მიგრანტია დაკარგული კონტრაბანდისტების ხომალდიდან, რომელიც ოთხშაბათს ამოყირავდა. ინციდენტისა და მისი შემდგომი პერიოდის შემაძრწუნებელი კადრები გადარჩენილების მიერ არის გადაღებული.

 


დაახლოებით 500 მიგრანტი იძებნება ოთხშაბათს ლიბიის საბრატჰას პორტიდან გასული და ხუთშაბათს დილით გადაყირავებული ნავიდან. გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ ხომალდს მოტორი არ ჰქონდა და მას მეორე კონტრანდაბანდისტული გემი ბაგირით მიათრევდა.

 


პარასკევს კი მესამე ხომალდიდან 135 ადამიანი გადაარჩინეს, 45 გვამი ამოიყვანეს წყლიდან და გაურკვეველი რაოდენობის ადამიანები იძებნებიან.

 


გაეროსგან გასხვავებით, MSF ზღვის ჯგუფი ირწმუნება, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 900-იც კი იყოს.

 


გადარჩენილები იტალიის პორტებში ტარანტოსა და პოზალოში გადაჰყავთ.

 


იტალიის ხელისუფლების განცხადებით, შაბათს ევროკავშირის გემების ფლოტილიის მიერ ლიბიიდან შორს, 600 მიგრანტი გადაარჩინეს, ხოლო მთელი კვირის განმავლობაში მათ მიერ გადარჩენილთა რიცხვმა 13 ათასზე მეტი შეადგინა.

 


შაბათს რომის პაპი ვატიკანში ბავშვებს შეხვდა და მათ უთხრა, რომ მიგრანტები „არ არიან სახიფათო, მაგრამ ისინი არიან ხიფათში.“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი