დონალდ ტრამპი: ამერიკაში არალეგალებს უკეთესი მზრუნველობა გააჩნიათ, ვიდრე სამხედრო ვეტერანებს
30-05-2016, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არალეგალ ემიგრანტებს შეერთებულ შტატებში ხშირად უკეთესი მზრუნველობა გააჩნიათ, ვიდრე ქვეყნის სამხედრო ვეტერანებს, – განაცხადა "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.

 


"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს კვლავ ასე მოხდეს," უთხრა ტრამპმა ვაშინგტონ დისიში შეკრებილ ბაიკერებს. როგორც BBC იუწყება, მილიარდერ ბიზნესმენს მისი აღნიშნული განცხადების რაიმე სამხილი არ წარმოუდგენია.

 


გასულ წელს ტრამპმა სიბრაზე გამოხატა სენატორ ჯონ მაკკეინის მიმართ, რომელიც ყოფილი სამხედრო ტყვეა. ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორი მაკკეინი მხოლოდ იმის გამო მიიჩნიეს გმირად, რომ იგი ვიეტნამის ომის დროს სამხედრო ტყვე იყო. მან შემდეგ დაამატა: "მე მომწონს ის ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან დატყვევებულნი."

 


მას შემდეგ ტრამპი, რომელიც არასოდეს ყოფილა სამხედრო სამსახურში, ზიანის ანაზღაურებას ვეტერანებისადმი პატივისცემის გამოხატვით ცდილობს და ვეტერანებისთვის თანხების მოზიდვის მიზნით საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს.

 


წინათ გამოხატული კრიტიკის მიუხედავად, შეკრებილთაგან ბევრი ოვაციებით შეხვდა ტრამპს.

 


"ის, რაც მე ტრამპში მომწონს ისაა, რომ ის ერთ–ერთი ჩვენთაგანია. იგი არ არის პოლიტიკოსი," განუცხადა 52 წლის ლუის ნაიმიკმა ახალი ამბების სააგენტო "ასოშეითედ პრესს".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი