გიგი უგულავა სამთავრობო ცვლილებებს ციხიდან ეხმაურება
24-07-2014, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ივანიშვილის "ეშმაკის ბორბალი" - ამ სათაურით თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ამით სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.

 

 

"ეს ცვლილებები რომ არაფრის მთქმელი, კოსმეტიკური, არანაირი ღირებულების მომტანი არაა საზოგადოებისთვის, ჩემთვის, ციხეში მყოფი ადამიანისთვის კარგად ჩანს, რომ პერსონალს თავისი ახალი მინისტრის ვინაობაც კი დიდად არ ანაღვლებს (ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვებაა, ცხადია ისინი ამ თემაზე ჩემთან არ საუბრობენ). ეს ლოგიკურიც არის, რადგან სანამ მთავრობას ივანიშვილის პირადი მდივანი ხელმძღვანელობს, ხალხისთვის ამ ცვლილებებს შიდა სამთავრობო ინტრიგების სახე უფრო აქვს.

 


სინამდვილეში ეს ცვლილებები ტრადიციული "სამთავრობო კარუსელისგან" განსხვავდება და მას მე "ივანიშვილის ეშმაკის ბორბალს" დავარქმევდი. მაშ ასე, შეიცვალა შვიდი მინისტრი, შესაბამისად, პრემიერს სჭირდება პრეზიდენტის თანხმობა (სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა გაძევებულთა თუ გადათამაშებულთა რიგებში მარგველაშვილის პროტეჟე სანიკიძე). რაც მთავარია პარლამენტში დროთა ვითარებაში სულ უფრო და უფრო გართულდება ხშირი სამთავრობო ცვლილებების დამტკიცება. ამ ცვლილებებით მთავრობა შეივსებს 1/3 ლიმიტს, რომელიც რეალობაში 5 მინისტრის ცვლილებას გულისხმობს, პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე და აქედან 2 უკვე გასროლილი იყო. სანიკიძე, რომელმაც მარგველაშვილი შეცვალა და ნარმანია, რომელიც ხოკრიშვილმა ჩაანაცვლა. ეს ყველაფერი კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, სადაც დარჩენილი სიცოცხლეები (ანუ მინისტრები) ბევრს არაფერს ნიშნავს, განსხვავებით მაშინ, როცა "4-5 მოღალატე მთავრობაში" გეგულება (პრემიერ ღარიბაშვილის ისტერიული ფრაზა, წარმოთქმული ორი თვის წინ მთავრობის სხდომაზე).

 


მაშ ასე, შემდეგი და მთავარი ცვლილებები შემოდგომაზე მოხდება, როცა 5 მინისტრს ალასანიას, ფანჯიკიძეს, წულუკიანს, პეტრიაშვილს და ალბათ სანიკიძეს მოხსნიან ისე, რომ პრემიერ ღარიბაშვილს არც პრეზიდენტი დასჭირდება და არც პარლამენტის თანხმობა.

 


დიასპორების აწ უკვე მოხსნილმა მინისტრმა სურგულაძემ (რომელიც შეიძლება არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ არც აფუჭებდა) შეუძლია იამაყოს, რადგან პირველად და უკანასკნელად სამთავრობო მოღვაწეობის პერიოდში თავისი მოხსნით მიენიჭა ფუნქცია. ის ახლა მხოლოდ იმიტომ მოიხსნა, რომ შემდგომში ცვლილებებს, როგორც "ერთი-ორი მოღალატე" არ მიჰყოლოდა და შემთხვევით სამთავრობო კრიზისი არ გამოეწვია (მას ალასანიას კაცად იცნობენ მთავრობაში).

 


ასე რომ, ვისაც სამთავრობო ინტრიგების ყურება უყვარს, შეუძლია პოპკორნი მოიმარაგოს, ალბათ უფრო ნატო-ს უელსის სამიტის და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ანუ სექტემბრის შემდეგ.

 


ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ქვეყანას და მოტყუებულ ხალხს რა ამით?! სამწუხაროდ, ივანიშვილს გარდაუვალი კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა და გამოსავალი ყველა ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალის გაერთიანება და მისი "ყმის", ღარიბაშვილის მთავრობიდან ჩამოშორებაა. ამიტომ საზოგადოების მოთხოვნა არა შვიდ ძველ-ახალ სახეშია, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა და ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობისაგან ჩამოშორება უნდა იყოს!!!", _ წერს უგულავა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი