ალჟირის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა
24-07-2014, 06:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ალჟირის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი A320, რომლის ბორტზეც 110 მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა.

 

 

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 


„როიტერი“ ალჟირის მხარის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაციის წარმომადგენლებმა, თვითმფრინავის აფრენიდან 50 წუთის შემდეგ, მასთან კონტაქტი დაკარგეს.

 

 

ავიაკომპანია Air Algerie-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი, გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი ადგილობრივი დროით, 01:17 საათზე გაფრინდა და ალჟირში, ადგილობრივი დროით, 05:10 საათზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია.

 

 

სამგზავრო თვითმფრინავი ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუდან ალჟირის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი