„მიშა ქარელს ოქრუაშვილის სახელით SMS ალბათ „ნაციონალებმა“ მისწერეს“
28-01-2014, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თუკი ქარელს მსგავსი SMS, მართლაც, მისწერეს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი პროვოკაცია იქნება, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის "ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა თეო ტლაშაძემ "კვირასთან" საუბრისას განაცხადა. თეო ტლაშაძე გამორიცხავს იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ან ვინმე მასთან დაახლოებულ პირს მისი ბრძანებით ქარელისთვის მუქარის შემცველი წერილი მიეწეროს.


"მე მაქვს ირაკლი ოქრუაშვილთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მეგობრებიც ვართ და პარტიაშიც ერთ-ერთი თანამდებობა მიკავია. რაც მითხარით, გამორიცხულია და ძალიან უცხოა. თუკი მსგავსი სმს, მართლაც, არსებობს, მაშინ ამაში ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია. შეტყობინება "ნაციონალების" მიერ იქნება გაგზავნილი, რომ მიშა ქარელი და ირაკლი ოქრუაშვილი დაეპირისპირებინათ. რაც შეეხება ჩემი სახელის მოხსენიებას, დაინტერესებული წრისთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ალბათ ჩვენ შორის ურთიერთობის გაფუჭება უნდოდათ. თუკი საერთოდ ჩემზეა საუბარი, რადგან სმს-ში მხოლოდ სახელია მითითებული და გვარი არ სწერია",- განაცხადა თეო ტლაშაძემ. ტლაშაძის თქმით, ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან პარტიის ოფისის ფართის მეპატრონეები.


"მე არც კი ვიცი ზუსტად, ვინ არიან შენობის მფლობელები, რადგან მე არც ვარ და არც ადრე ვყოფილვარ შენობის მეწილე, ამიტომ დიდად არ დავინტერესებულვარ",- აღნიშნა თეო ტლაშაძემ.

 

ტლაშაძე ბოლო დროს არც მისი მეგობრისა და პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადგილსამყოფელით დაინტერესებულა. როგორც მან "კვირასთან" საუბრისას განმარტა, ის ოქრუაშვილს უმეტესად ინტერნეტით ეკონტაქტება, თუმცა მისი ადგილსამყოფელით არ დაინტერესებულა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.


შეგახსენებთ რომ "კვირას" ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულისთვის მობილურ ტელეფონზე მიწერილი სმს შეტყობინება. როგორც მიხეილ ქარელმა განმარტა, მუქარის შემცველი წერილი მას ირაკლი ოქრუაშვილმა გაუგზავნა. "კარგად წაიკითხე და დაფიქრდი რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით ან ტელევიზიით შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი ჰოდა ნუ აყვები იმ ვოლკს თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ თუ არასწორად იფიქრებ, არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი", – აღნიშნულია მიშა ქარელისთვის მიწერილ წერილში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი