"ვერანაირი კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში ვერ დაისადგურებს"
25-07-2014, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჭიკაიძისთვის საქართველოში ე.წ. "კანონიერი ქურდების" შემოყვანასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებები მიუღებელია.

 

 

ამის შესახებ მან საპარლამენტო უმცირესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების შეხვედრის დროს განაცხადა.

 

 

"რაც შეეხება ბრალდებებს, რომ თითქოს ქურდები შემოგვყავს და მათ ხელისუფლება ხელს უწყობს, ეს გამორიცხულია. ქურდების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს. მე პირადად გარანტი ვარ იმისა, რომ ვერანაირი კრიმინალური ავტორიტეტი და კანონიერი ქურდი საქართველოში ვერ დაისადგურებს. ჩემთვის მსგავს თემებზე საუბარი მიუღებელია" - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

მისივე თქმით, შს სამინისტროში არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტი შემოვიდა, დაიკარგა ან მსგავსი რამ.

 


რაც შეეხება უკრაინის მსგავსად, ე.წ. ევრომაიდნის მოწყობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ჭიკაიძის თქმით, მან აღნიშნული განცხადება ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა.

 

 

შს მინისტრობის კანდიდატს საქართველოში ე.წ. "კანონიერი ქურდების" შემოყვანასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული შეკითხვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა დაუსვა. გაბაშვილი ასევე, დაინტერესდა, რა ფაქტებზე დაყრდნობით დაადანაშაულა ჭიკაიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ევრომაიდნის მოწყობის მცდელობაში, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იხუმრა, რომ "იმ პერიოდში საბურავები მართლაც გაძვირდა".

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი