ნუგზარ ჩადუნელი: ლელუაშვილი 2004 წლიდან თვალითაც არ მინახავს, ის დარეკვასაც კი ვერ გამიბედავს
28-01-2014, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი guardian.ge-სთან საუბრისას უარყოფს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ქვემო ქართლში, კერძოდ კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟა ლელუაშვილის გავლენების თაობაზე. როგორც იგი აღნიშნავს, ვაჟა ლელუაშვილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან არავითარი შეხება არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს.


"ლელუაშვილი მე 2004 წლიდან თვალითაც არ მინახავს. რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მას არც კი დაურეკავს რამის სათხოვნელად, ან კიდევ, როგორ გამიბედავს და დამირეკავს ის მე, როცა მან თავად გამანთავისუფლა 2004 წელს დაკავებული თანამდებობიდან. მაშინ მე უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი, თან ეს ყველაფერი სრული კანონის დარღვევით გააკეთა. შემეძლო სარჩელი სასამართლოში შემეტანა, პროცესს უსათუოდ მოვიგებდი და თანამდებობაზეც აღმადგენდნენ, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ვიცოდი ვინც იყვნენ მოსულები ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლებას, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ,"- აღნიშნავს ნუგზარ ჩადუნელი.


"მე წინა ხელისუფლებას 2004 წლიდან ვებრძოდი", -განაგრძობს ჩადუნელი. "ყოველთვის ვიყავი მათთვის მიუღებელი პირი, ეხლა კი ჭორები დაყარეს თითქოს გარდაბნის მუნიციპალიტეტი ლელუაშვილისგან იმართება, ეს არის გამორიცხული."


გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი guardian.ge-სთან საუბრისას მის წინასაარჩევნო გეგმებზეც საუბრობს. "მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებიდან კენჭს გამგებლის თანამდებობაზე ვიყრი".

 

 

ვიდეო ამ თემაზე იხილეთ ბმულზე: http://guardian.ge/134-nugzar-chaduneli-leluashvili-2004-tslidan-thvalithac-ar-minakhavs-is-darekvasac-ki-ver-gamibedavs-video.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი