"ვის საამებლად წარმოსთქვა უსუფაშვილმა ფრაზა, – "პუტინი მტერია"?!
27-07-2014, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, პარლამენტში გამოსვლისას, რომელიც მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებისათვის შეიკრიბა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავისი გამოსვლა დაიწყო შემდეგი სიტყვებით, – "პუტინი მტერია", – მან, ეს ფრაზა ზედიზედ სამჯერ გაიმეორა! საქმე ის არის, რომ დღის განმავლობაში ნაცუმცირესობის დეპუტატები (კანდელაკი, თაქთაქიშვილი და სხვები) დაჟინებით მოითხოვდნენ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან (უსუფაშვილისგან განსხვავებით ღარიბაშვილი არ წამოეგო ნაცების ამ პროვოკაციას!), რომ მას საჯაროდ დაეფიქსირებინა პარლამენტის ტრიბუნიდან მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი და პირადად პუტინისადმი, რაც პოლიტიკური და ეთიკური თვალსაზრისით (სააკაშვილის ქვეშევრდომებისგან რა გასაკვირია, მისგან მიჩვეულები იყვნენ)!

 

 

სრული უგუნურებაა, არაფერი რომ ვთქვათ პოლიტიკურ და დიპლომატიურ უტაქტობაზე, რამაც არაერთი მძიმე შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას! "ნაცმოძრაობა" და მათი უკრაინაში ჩაბუდებული ბელადი სააკაშვილი ყოველნაირად ცდილობენ, რომ შედარებით ნორმალიზებული და იმედისმომცემი მდგომარეობა, რაც ქართულ–რუსულ ურთიერთობაში იქნა მიღწეული ქართული ოცნების სწორი პოლიტიკის შედეგად, იქნას დარღვეული და წყალში გადაყრილი. ამიტომ, გაოცებას იწვევს უსუფაშვილის ეს რეპლიკა, თუნდაც "ვითომდა" ხუმრობით ნათქვამი, რომელიც ერთი–ერთში პასუხობს "ნაცხროვის" ინტერესებს. რას ნიშნავს ეს, ვისი "გულის მოსაგებად" და გასგონად ირჯება უსუფაშვილი? განა არ იცის, უსუფაშვილის გამოცდილების მქონე პოლიტიკოსმა, რომ მისი რანგის და თანამდებობის პოლიტიკური პერსონის ყოველი ფრაზა, მითუმეტეს პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმული, ყველა მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში და არამარტო იქ, იმავე დღეს იქნება ნათარგმნი და მოხსენებული?!

 

 

გაუგებარია, ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს, მისი 20% ოკუპირებულია და იმ ოკუპანტ სახელმწიფოსთან 2 წელია "დალაგების" პოლიტიკას აწარმოებს შენი პოლიტიკური გუნდი, შენ კი, პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ უგუნურ განცხადებას აკეთებ (სააკაშვილის სტილში!)?! თავს ხომ არ იზღვევს, "რესპუბლიკელი" უსუფაშვილი და ვის "პოლიტიკურ" წისქვილზე ასხამს წყალს?! ცხადია, რომ უსუფაშვილის ფრაზა, – "პუტინი მტერია", – გამორიცხავს ყოველგვარ შესაძლებლობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა და ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" მიერ დეკლარირებულ სტრატეგიას რუსეთთან მიმართებაში!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი