ქაბულში ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა
05-06-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ქაბულში, RSM-ის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა.

 

 

ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები. ცერემონიალზე ქართულ დელეგაციასთან ერთად უცხოელი სამხედრო წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ კაპელანმა მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა.

 


მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი 42-ე ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა.

 


„შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით ჩვენს სამხედროებს. ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ გაეროს მისიაში აქ, ავღანეთში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მსახურობს ქართველი გენერალი ჩაჩიბაია, რომელიც შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, იმ ძირითად გამოწვევებზე რომელიც ავღანეთში არსებობს, შესაძლებლობებზე, 2017 წლის გეგმებზე. ასეთ დრო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ნებისმიერი ხელისუფლების ვალია, უშუალოდ იმ ხალხისგან მიიღოს პირველადი ინფორმაცია, ვინც ცხელ ზონაში იმყოფება და ვისაც წვდომა აქვს კონკრეტულ ფაქტებთან, წვდომა აქვს შესაძლებლობებთანაც და წვდომა აქვს მოთხოვნების იმ რესურსთან, რომელიც არსებობს. დღეს ავღანეთში ვითარება არ არის იმდენად სტაბილური, ვივარაუდოთ, რომ აქ რამე მისია მალე დასრულდება და, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, მოგვიწევს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი