მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
27-07-2014, 05:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილი უწყებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად არის დაბარებული.

 


სააკაშვილის სახელზე გაგზავნილი უწყების თანახამად, ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში 28 ივლისს, 11.00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

 


მთავარი პროკურატურის მიერ დაკითხვაზე დაბარების უწყების თანახმად, რომელიც სააკაშვილის დედას გიული ალასანიას ჩაბარდა, თუ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, მის მიმართ იძულებითი სამართლებრივი ღონისძიება განხორციელდება და საგამოძიებო უწყებაში მას იძულებით მიიყვანენ.


ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებმა თავიანთი მოვალეობა კორექტულად შეასრულეს. 


„მე და დედაჩემი ქალაქგარეთ ვიყავით გასულები, იქ დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან სასწრაფო საქმე იყო. ჩამოვიდნენ და ეს უწყება გადმომცეს. მათ თავიანთი მოვალეობა ძალიან კორექტულად შეასრულეს“,- განაცხადა გიული ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი