სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონში ცვლილებები შედის
29-07-2014, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის წევრს სამხედრო სამსახურში არ გაიწვევენ. სამაგიეროდ გაწვევას მეცნიერები და პედაგოგები დაექვემდებარებიან, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, იმ პირთა ჩამონათვალში არიან, ვისაც კანონი სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ათავისუფლებს.

 

 

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა იმ ცვლილებათა პაკეტიდან, რომელიც მთავრობამ მოამზადა. პროექტის ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

 

 

"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს; პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას; ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას. ასევე, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

 


აღნიშნული ჩამონათვლიდან ხდება იმ პირთა ამოღება, ვინც პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას ეწევა. ჩამონათვალს ემატება "საქართველოს პარლამენტის წევრები".

 

 

მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27 წელია; წინა მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, 21 წლამდე შემცირდა სადეპუტატო ასაკის ცენზი.

 

 

საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში განხილვა დაწყებულია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი