ავტომფლობელებს ახალი ლურჯზოლიანი სანომრე ნიშნების შეძენა 2020 წლის ბოლომდე მოუწევთ
31-07-2014, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი ლურჯზოლიანი სანომრე ნიშნები ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში. მან ევროპული სტანდარტის სანომრე ნიშნების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სანომრე ნიშნები ძალაში სექტემბრიდან შევა.

 

 

"მინდა განმარტება გავაკეთო ამ თემაზე, რადგან მე ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელო იმ პერიოდში, როდესაც ახალი სანომრე ნიშნების მოდელის შერჩევა დაიწყო. ეს არის თანამედროვე, კონცეპტუალური დიზაინის მქონე სანომრე ნიშანი, რომელიც ევროპელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ. ხელისუფლების მიზანია, სანომრე ნიშნები მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ავტომფლობელებს თავიდან ააცილებს მთელ რიგ ხარვეზებს და საერთაშორისო მგზავრობის დროს მათ გადაადგილებას გახდის უსაფრთხოსა და კომფორტულს.

 

 

რაც მთავარია, სანომრე ნიშნების ფასები რჩება უცვლელი, ფასიან ნომრებთან მიმრთებაში კი, ზოგ შემთხვევაში, მცირდება კიდეც. ახალი ნომრების შეძენა უნდა მოხდეს 2020 წლის მიწურულამდე. ამდენად, საუბარია 6 წელზე და ნომრის გამოცვლა არ დააწვება მძიმე ტვირთად მოსახლეობას.

 


ვფიქრობ, ახალი ლურჯზოლიანი სანომრე ნიშნები ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპას," – განაცხადა ნინო კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი