მდინარე ვერეს აუზში წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს
11-06-2016, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი, დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. მდ. ვერეს აუზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს. სისტემის მუშაობას ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.

 

 


დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული სისტემის მონტაჟი მნიშვნელოვანია წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით დროული შეტყობინების მიღებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.

 


„მოწყობილობები საშუალებას მოგვცემს ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია ნალექების რაოდენობისა და, შესაბამისად, მისი ზრდის შესახებ, საჭიროების შეთხვევაში კი დროულად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. გუშინწინ რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის დროს ჩვენ გარემოს დაცვის სააგენტოდან ვიღებდით ინფორმაციას წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე, საბედნიეროდ, წვიმის გადაღების გამო მოსახლეობის გაფრთხილება არ დაგვჭირდა. სისტემა იმუშავებს და სათანადოდ გამოგვადგება. პრევენციისთვის, ასევე, მონტაჟდება ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები, მზადდება მდ. ვერე კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც კალაპოტის მცირედ ცვლილებებსა და გამაგრებებს ითვალისწინებს. რაც მთავარია, უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და განვახორციელეთ მათი დემონტაჟი. მიღებული ზომების გათვალისწინებით კი რისკის დონე პრაქტიკულად მინიმალურ დონეზეა დასული“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


სადამკვირვებლო ქსელიდან მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება, რაც მდ. ვერეს აუზში შესაძლო წყალმოვარდნების პროგნოზის ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს.

 


მოწყობილობები მდ.ვერეს აუზში, სვანიძის ქუჩაზე, ბაგებში, სოფელი დრეში ,ორბეთში, ვანათში და მანგლისშია დამონტაჟებული.

 

 

წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები თბილისის მერიისა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით იქნა შეძენილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი