საფრანგეთში ანსის საერთაშორისო კინოფესტივალში ქართველი კინემატოგრაფისტები მიიღებენ მონაწილეობას
12-06-2016, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში 13-18 ივნისს ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 56-ედ გაიმართება, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

კინოცენტრის ინფორმაციით, მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი „მზის ჩასვლა“ კინოფესტივალმა არასაკონკურსო ჩვენებისთვის შეარჩია. ფილმს ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში აჩვენებენ.

 

 

ცნობილია იმ 2 ქართველი ანიმატორის ვინაობაც, ვინც საკუთარ პროექტებს ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე წარადგენს. საუკეთესოდ კინოფესტივალის წარმომადგენლებმა ტატო კოტეტიშვილის „ძაღლი დღეები“ (Dog Days) და სანდრო ქათამაშვილის „ყვავი“ (Crow) შეარჩიეს. გამარჯვებულების შერჩევა პროექტის განვითარების კონკურსის შედეგად მოხდა, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა წელს უკვე მეორედ ანსის და ნიქოზის საერთაშორისო კინოფესტივალებთან ერთად გამოაცხადა.

 

 

ანსის კინოფესტივალს დაესწრება ამავე კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ანა ჩუბინიძე. იგი პროექტით „ჯიბის კაცი“ პროგრამაში Artist-in-Residence 2016 მიიღებს მონაწილეობას. ანამ შარშან ანსიში ფრანგული ანიმაციური სტუდია „ფოლიმაჟი“ დააინტერესა და ახლა ანიმაციურ ფილმზე ფრანგ და ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობს. „ჯიბის კაცი“ პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია იქნება. (ქართულ მხარეს წარმოადგენს სტუდია კვალი XXI, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.)

 

 

წელს კინოფესტივალის ჟიურიში რეჟისორი ნანა ჯანელიძეა მიწვეული, რომელიც საფრანგეთში უკვე გაემგზავრა.

 

 

მსოფლიოს გამორჩეული ანიმაციური ფესტივალების ორგანიზატორების შეკრებაზე Meet Festival Programers, წელს უკვე მეორედ, მარიამ კანდელაკი წარადგენს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს.

 

 

ნიქოზის ფესტივალი 1-7 სექტემბერს ჩატარდება, სადაც ანსის კინოფესტივალის წამომადგენლები თავად წარუდგენენ ქართველ მაყურებელს ანსიში გამარჯვებულ ფილმებს.

 

 

კინოცენტრის ცნობით, ანსის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი