როგორ გაწირეს ბრიტანელებმა მილიონი ინდოელი შიმშილით სიკვდილისთვის
12-06-2016, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

guardian.ge განაგრძობს საინტერესო წერილების თარგმნას. ამჯერად გთავაზობთ, ისტორიკოს დინიარ პატელის ინგლისურენოვანი ნაშრომის ქართულ თარგმანს. წერილის ორიგინალი BBC-მ მის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა.

 


როგორ გაწირეს ბრიტანელებმა მილიონი ინდოელი შიმშილით სიკვდილისთვის - ამ სათაურით გამოქვეყნებულ წერილში ისტორიკოსი საუბრობს 150 წლის წინანდელ შიმშილობაზე, რომელსაც აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ორისაში ჰქონდა ადგილი.

 

 

ეს იყო რთული ზაფხული ინდოეთისთვის.

 

 

გვალვამ და საშინელმა სიცხემ, ქვეყნის მასშტაბით განსაცვიფრებლად ბევრ, 330 მილიონ ადამიანზე იქონია გავლენა.

 

 


მაგრამ ამ ზაფხულს ასევე 150 წლისთავია უფრო მეტად საშინელი და კატასტროფული კლიმატური მოვლენისა: ორისას 1866 წლის შიმშილობის.

 

 


რის ვაი ვაგლახით თუ იცის ვინმემ დღეს ამ შიმშილობის შესახებ. თვით ინდოეთის ისტორიის ძალზე სქელტანიან ტომებშიც კი ძალზე ცოტა რამ არის ამის თაობაზე მოთხრობილი. არც ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორმალური ცერემონიები გამართულა. აღმოსავლეთ ინდოეთში ორისას შიმშილობამ მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა.

 

 


თანამედროვე პერიოდში ორისას შტატი, ყველაზე უარეს პირობებში იმყოფება რეგიონში. ყოველი მე-3-დან ერთი ადამიანი იღუპება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ირლანდიის კარტოფილის შიმშილობისას იყო.

 

 


ორისას შიმშილობა ასევე მნიშვნელოვანი შემობრუნების ათვლის წერტილი გახდა ინდოეთის პოლიტიკური განვითარებისა, მოახდინა რა ეროვნული დისკუსიების სტიმულირება ინდოეთის სიღარიბეზე.

 

 


„დახმარების გაუწევლობა იყო საუკეთესო დახმარება“

 

 

 

შიმშილი, მაშინ როცა ის სუბკონტინენტისთვის უცხო არ გახლდათ, დიდი სიხშირით გაიზარდა ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისას.

 

 


აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩაეკლა ერთ დროს აყვავებული საფეიქრო ინდუსტრიები, უბიძგებდა რა უფრო მეტ და მეტ ადამიანს სოფლის მეურნეობაში გეზის აღებისკენ. ამის შედეგად კი ინდოეთის ეკონომიკა გაცილებით უფრო მეტად დამოკიდებული გახდა სეზონური მუსონების ჭირვეულობაზე.

 

 


150 წლის წინათ სუსტი მუსონი გამოჩნდა, როგორც პირველი ცუდის მომასწავებელი ნიშანი.

 

 

„ვშიშობთ, ეს შესაძლოა, უკვე აღარ იყოს საიდუმლო, რომ ჩვენ ვიმყოფებით საკვების საერთო უკმარისობის წინა პერიოდში,“ გამოაცხადა ერთ-ერთმა ინგლისელმა, კალკუტას გაზეთში, 1865 წლის ბოლოსკენ.

 

 

ინდოეთისა და ბრიტანეთის პრესაში ქვეყნდებოდა სტატიები ფასების ზრდაზე, მარცვლეულის მარაგების შემცირებასა და გლეხების სასოწარკვეთილებაზე, რომელთაც უკვე აღარ გააჩნდათ იმის საშუალება, რომ ბრინჯი ეყიდათ.

 

 

ყოველივე ამან მცირე რამ გააკეთა იმისათვის, რომ კოლონიურ ადმინისტრაციას მოქმედება დაეწყო. მე-19 საუკუნის შუა პერიოდში გავრცელებულ ეკონომიკურ სიბრძნეს წარმოადგენდა, რომ მთავრობის ჩარევა შიმშილობებში არასაჭირო და საზიანო იყო. ბაზარს თავისით უნდა აღედგინა სათანადო ბალანსი. ნებისმიერი ჭარბი სიკვდილიანობა, მალთუზიანური თეორიის თანახმად, იყო ბუნების პასუხი მოსახლეობის სიჭარბისადმი.

 

 

 

ეს ლოგიკა იყო გამოყენებული, გამანადგურებელი შედეგით, ორი ათეული წლით ადრე ირლანდიაში, სადაც ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დახმარების გაუწევლობა იყო საუკეთესო დახმარება.

 

 

1866 წლის თებერვალში ორისაში ხანმოკლე ვიზიტისას, სესილ ბიდონმა, ბენგალის (რომელმაც შემდგომ ორისაც მოიცვა) კოლონიურმა მმართველმა, მსგავსი პოზიცია დაიჭირა. „განსაცდელის დროს მომჭირნეობაა გამოსაჩენი, რადგან ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს უფრო მეტის გაკეთებას, ვერც დაცვის და ვერც მდგომარეობის შემსუბუქების მხრივ,“ წარმოთქვა მან.

 

 

 

‘ძალზე დაგვიანებით, ძალზე დამპალი’

 

 

 

მარცვლეულზე ცამდე ატყორცნილი ფასების რეგულირება რისკის ქვეშ დააყენებდა ეკონომიკის ბუნებრივ კანონებს. „მე რომ შევეცადო ამის გაკეთებას,“ თქვა მეფისნაცვალმა, „მე არ უნდა მივიჩნიო საკუთარი თავი იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს შეიარაღებული ყაჩაღი ან ქურდია.“ ამ სიტყვებით მიატოვა ბატონმა ბიდონმა გამოფიტული და გაძვალტყავებული სუბიექტები ორისაში და დაბრუნდა კოლკატაში (კალკუტაში).

 

 


1866 წლის მაისში უკვე ადვილი არ იყო ორისაში მზარდი კატასტროფის იგნორირება. კუტაკში ბრიტანეთის ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ მისი ჯარები და პოლიციის ოფიცრები შიმშილობდნენ. პურის დარჩენილი მცხოვრებნი თხრილებს თხრიდნენ და მასში მკვდრებს ათავსებდნენ. „მილობით (1 მილი =1,62 კმ-ს) მანძილზე ისმოდა მათი ყვირილი საკვებისთვის,“ აღნიშნავდა ერთ-ერთი კომენტატორი.

 


ბატონმა ბიდონმა ორისაში ბრინჯის იმპორტის დაგვიანებული მცდელობები გამოიჩინა და მისი მიწოდებაც კი, ბედის სასტიკი ირონიით, ზედმეტად ჭარბი მუსონისა და წყალდიდობის გამო შეფერხდა. დახმარება იყო ძალზე მცირე, ძალზე დაგვიანებული, ძალზე გაფუჭებული - დამპალი. ორისელებმა ბიუროკრატიული ფეხის თრევისთვის საფასური თავიანთი სიცოცხლით გადაიხადეს.

 

 

წლების განმავლობაში, დასავლეთში განათლება მიღებული ინდოელების მზარდი თაობები ამტკიცებდნენ, რომ ბრიტანეთის მმართველობამ უხეშად გააღატაკა ინდოეთი. ორისას შიმშილობა ამ თეზისის დამადასტურებლად იყო გამოყენებული. ამან ერთ-ერთ ადრეულ ნაციონალისტს, დადაბჰაი ნაროუჯის უბიძგა იმისკენ, რომ დაეწყო ხანგრძლივი გამოძიებები ინდოეთის სიღარიბეზე.

 


როგორც კი ადრეულ 1867 წელს, შიმშილობა მიწყნარდა, ბატონმა ნაროუჯიმ მოკლე მონახაზი გააკეთა მისი ადრინდელ ვერსიაზე „გამოფიტვის თეორია“ - რომლის იდეა იყო ის, რომ ბრიტანეთი ინდოეთისაგან სისხლის ამოწოვით მდიდრდებოდა.

 


გულცივი პასუხი

 

 

მისი მოსაზრება იყო მარტივი. ინდოეთს გააჩნდა საკვების საკმარისი მარაგები, რომ გამოეკვება მოშიმშილეები - ამ ფონზე რატომ გასწირა მთავრობამ სასიკვდილოდ ისინი? ნაროუჯი აღნიშნავდა, რომ მაშინ როცა ორისანელები პანტა-პუნტით დაიღუპნენ 1866 წელს, ინდოეთმა ფაქტობრივად 200 მილიონი გირვანქა (1 ინგლ გირვანქა = 453,6 გრამს) ბრინჯის ექსპორტი განახორციელა ბრიტანეთში. მან აღმოაჩინა ექსპორტის მსგავსი მაგალითები შიმშილობის სხვა წლებშიც. „მაღალო ღმერთო,“ აცხადებდა ნაროუჯი, „ როდის დასრულდება ეს?“

 

 

ამას კი მალე დასასრული არ უჩანდა. შიმშილი 1869 და 1874 წლებში განმეორდა. 1876 და 1878 წლებს შორის, მადრასის შიმშილობის დროს, 4-იდან 5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, მეფისნაცვალ ლორდ ლიტონის ხელისგაუნძრევლობის იმგვარი პოლიტიკის გატარების წყალობით, რაც ირლანდიასა და ორისაში იყო გამოყენებული. 1901 წლისთვის მეორე წამყვანმა ნაციონალისტმა რომეშ ჩუნდერ დუტმა, 1860 -იანი წლების პერიოდის შემდეგ 10 მასობრივი შიმშილობა ჩამოთვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობად 15 მილიონი დაასახელა.

 

 


უფრო მდიდარ, სოფლის მეურნეობაზე ნაკლებად დამოკიდებულ ინდოეთს ახლა შეუძლია გარანტირებულად, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. მნიშვნელოვანი პრობლემები მაინც რჩება: ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ახლახან მკაცრად გააკრიტიკა ზოგიერთი შტატის მთავრობები მათი ამჟამინდელი გვალვისადმი „სირაქლემის მსგავსი დამოკიდებულების“ გამო.

 

 

მსგავსი მიზეზების გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღესაც გვახსოვდეს ორისას შიმშილობა. ამ ჰუმანიტარულმა უბედურებამ, და სხვებმა რომელიც მას მოჰყვა, ინდოელები ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოაცოცხლა.

 

 

გვალვის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯანსაღი ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, როგორც ამაზე ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გასცა, შესატყვისი გზა იქნება იმისაკენ, ხსოვნა მიეგოს იმ მილიონ ინდოელს, რომელიც 150 წლის წინათ დაიღუპა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი