განათლების სამინისტრო: მანდატურის სამსახური არ უქმდება
28-01-2014, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მანდატურის სამსახური უქმდება.

 

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით (Skype) გაეგზავნათ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალურ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემას"- ნათქვამია განცხადებაში.

 

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება, რომ აღსრულდეს საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე კი, ფუნქციურად არაფერი არ იცვლება.

 

განათლების სამინისტროს განმარტებით, მანდატურის სამსახურის რეფორმა პილოტური პროექტის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიური ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები. შესაბამისად, სამსახური სკოლას კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს.

 

სამინიტროს ინფორმაციით, რეფორმიდან გამომდინარე მომზადდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მთავრობამ მოიწონა და შესაბამისად, კანონპროექტი პარლამენტში განსახილვევად შევიდა.

 

2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა, აღნიშნული ცვლილებები კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/sazogadoeba/36052-ganathlebis-saministro-mandaturis-samsakhuri-ar-uqmdeba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი