მასწავლებელთა ატესტაციის არსებული წესი იცვლება
07-08-2014, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მასწავლებელთა ატესტაციის არსებული წესი იცვლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე გააქვს საკითხი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

 

როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აღნიშნულ კანონში იყო ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა, რომელიც გასწორდება.

 


"ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაინც ის არის, რომ ჩვენ ვცვლით მასწავლებლების სერთიფიცირების თემას. ჩვენ ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადექვატურად გამოცდის მეშვეობით. მოვიძიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს, შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლების არა მხოლოდ შეფასებით, არამედ კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ეს უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში ხარისხის ამაღლებას. ცვლილებები გულისხმობს, რომ გამოცდა, რომელსაც მასწავლებელი აბარებდა და ხდებოდა ან არ ხდებოდა სერთიფიცირებული, ეს სქემა შეიცვლება და მასწავლებელიც ჩაერთვება კარიერული განვითარების სქემაში, სადაც დარეგულირებული იქნება კარიერული წინსვლა - კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა, განვითარება და შესაბამისად, სახელფასო მოტივაცია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

მისივე თქმით, გამოცდები არსებული სახით აღარ იქნება, არამედ იქნება სქემა, რომელიც მოიცავს თავის თავის გარკვეულ საგნობრივ გამოცდას.

 


"დანარჩენი არის საკლასო შეფასება, პრაქტიკაში რასაც აკეთებს მასწავლებელი იმისა და არა ის, რაც აქამდე ხდებოდა. ეს იყო არაადექვატური და ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა წლიდან წლამდე კანონში თარიღის გადატანა ხდებოდა, ვინაიდან 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80% უნდა გაგვეშვა სახლში. ეს იყო სრული კატასტროფა, გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯი. ჩვენ შევცვალეთ ეს და მასწავლებლებს შევთავაზეთ ადექვატური თემა, როგორც საკუთარ თავზე მუშაობისა, ისე განვითარებისა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი