დავით ნარმანია მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე მშენებლობების კატეგორიული წინააღმდეგია
07-08-2014, 05:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იქ, სადაც ხე-ტყის უკანონო ჭრას ექნება ადგილი, სადაც მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობები იქნება წამოწყებული უკანონოდ, თითოეულს მკაცრად მოეთხოვება პასუხი.

 

 

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა ხეების გაჩეხვამ, მწვანე საფარის განადგურებამ და მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობებმა.

 

 

"მინდა დავაფიქსირო ჩემი კატეგორიული პოზიცია, რომ სადაც კი ხე-ტყის უკანონო ჭრას ექნება ადგილი, სადაც კი, მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობები იქნება წამოწყებული, კანონი იქნება დარღვეული, თითოეულს მკაცრად მოეთხოვება პასუხი. ამიტომაც მე შესაბამის სამსახურებს, ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურების უწყებებს, დღესვე მივეცი დავალებები იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში არსებული მდგომარეობა სწრაფად შევისწავლოთ და კონკრეტულმა პირებმა, ვისი ზედამხედველობაც იყო ამ საქმეში, მათ აგონ პასუხი მკაცრად იმაზე, თუ რატომ არ ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი