ილია მეორე: მადლი სულისა წმინდისა საქართველოს გაამთლიანებს
19-06-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშრებით, სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

 

 

მან მართლმადიდებელ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

 

 

ილია მეორეს თქმით, სულიწმინდის მადლი გაამთლიანებს საქართველოს.

 

 

„ბედნიერია ის ადამიანი, ბედნიერია ის ერი, რომელსაც წინ უძღვის სულიწმინდა. დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი საპატრიარქო ტაძრის დღესასწაულს, რომელიც აშენებულია ღვთის განგებით ჩვენი ერის მიერ წმინდა სამების სახელზე.

 

 

სახარებაში წერია, რომ 50 დღეს აღდგომიდან მოციქულები შეიკრიბნენ იერუსალიმში და მათზე გადმოვიდა სულიწმინდა ცეცხლის სახით. მათ დაიწყეს ლაპარაკი უცხო ენაზე, ეს იყო უდიდესი მადლი.

 

 

დღეს ჩვენ შევასრულეთ მწუხრი, წაიკითხული იყო მუხლმოდრეკით ლოცვები, სადაც შევთხოვეთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა, მშვიდობა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მადლი სულისა წმინდისა გაამთლიანებს საქართველოს, დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს”, - ბრძანა ქადაგებისას ილია მეორემ.

 

 

სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს შეასრულებს. პარაკლისი 18:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი