ლეჩხუმში უსახელოურის ჯიშის ვაზის აღორძინება იწყება – ინვესტორმა 20 ჰა ფართობზე 11 კმ სიგრძის ტერასები გააკეთა
20-06-2016, 07:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში სახელგანთქმული უსახელოურის ჯიშის ვაზის აღორძინება იწყება.როგორც guardian.ge-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ განუცხადა, მსხვილ ინვესტიციას პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ახორციელებს.

 


ბენიძის ცნობით, ინვესტორმა მუნიციპალიტეტში, 20 ჰა ფართობზე, 11 კმ სიგრძის უსახელოურის ვაზის ტერასები გააკეთა, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციია იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჯიშის ყურძენიც და ღვინოც ძვირადღირებულია.

 


„ეს არის ვაზის ჯიში, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის მიკროზონაში, სოფლებში - ოყურეშ-ისუნდერსა და ზუბში ხარობს. იმის გარდა, რომ უსახელოურის ღვინოს ადგილობრივი ინდ. მეწარმეები, გიორბელიძეები, შარაშენიძეები და ჩაკვეტაძეები აწარმოებენ - ბოთლებში უშვებენ ღვინოს, გვყავს ასევე მსხვილი ინვესტორი.

 

 

(ფოტოზე: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე)


პეტერბურგელმა ბიზნესმენმა გააშენა უსახელოური, დაატერასა, რაც ძალიან ლამაზი სანახავია, ასეთი დატერასებული ვენახები იშვიათია საერთოდ. მოგეხსენებათ, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, რადგან ვაზი მოსავალს დარგვიდან 5 წელიწადში იძლევა. თუმცა, მნიშვნელოვანია იმით, რომ ღვინოც და ყურძენიც ძვირია. სოფელში ჭურის უსახელოური მინიმუმ 30 ლარი ღირს, შარშან ცოტა იყო და ფასი 50 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მაღალი ფასი განპირობებულია ამ წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის უნიკალური თვისებებით, იშვიათობითა და მაღალი ხარისხით. იმის გარდა, რომ მოსავალი მოვა და ღვინო გავა საექსპორტოდ, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ინვესტორს დასაქმებული ჰყავს ადგილობრივები.

 


ინდმეწარმეების მიერ გამოშვებულ უსახელოურს კი უკვე ათვისებული აქვს როგორც ქართული, ისე რუსული ბაზარი. საზღვარგარეთის ქვეყნები ნაკლებად, რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს ღვინის დიდი რაოდენობა, შარშან მივიღეთ 40 ტონა ყურძენი, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია," განუცხადა guardian.ge-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და დაამატა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ENPARD-ი აქტიურად არის ჩართული ამ კუთხით სოფლის მეურნეობაში, შედეგად, კეთდება კოოპერატივების გაერთიანება, რაც ქარხნების აშენების წინაპირობას წარმოადგენს.

 


„უკვე გვაქვს 20-მდე კოოპერატივი, ახლა კეთდება გაერთიანება, რომ შევქმნათ ხელსაყრელი პირობები მევენახეებისთვის. მე ვფიქრობ, რომ 3-4 წელიწადში საუკეთესო შედეგები გვექნება," აღნიშნა რევაზ ბენიძემ.

 

 

 

კომენტარები: 3
#3   ჯარჯი
      
თქვენ წარმოიდგინეთ რომ დავკარგეთ დრო 25 თუ არა 9 წელი მაინც, რა გინდა რას ერჩი, ხალხი დასაქმდება ხელი შეუწყვე საქარტველოს აყვავებას, გაუმაძღარნო
22 ივნისი 2016 06:08
#2   ვიოლეტა
      
მივესალმებიიი!.. დადგა დრო ,საქართველოში არ ეშინიათ ბიზნესის წართმევა-დაყაჩაღების,ამიტომ აკეთებენ უკვე..
21 ივნისი 2016 17:51
#1   მარიკა
      
ძალიან მახარებს ასეტი ინფორმაციები...
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ...
რა სილამაზე და სურნელი იქნება საქმის ბოლოს წარმომიდგენია...
21 ივნისი 2016 10:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი