ილია მეორე მასმედიას მოუწოდებს ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი და მეტი თქვას სიკეთეზე
28-09-2014, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მოუწოდებს ნაკლებად გააშუქონ კრიმინალი, ომები და უბედურებები და ნაცვლად ამისა მეტი აქცენტი გააკეთონ სიკეთეზე. ამის თაობაზე უწმინდესმა და უნეტარესმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 


"თითქმის ყოველ დღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ", - განაცხადა ილია მეორემ.

 

 

უწმინდესის აზრით, "როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს თაობას, რომ ეს დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ დღეს. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი როცა უყურებს ამ მკვლელობებს, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ომებს, სიკვდილს, საშინელ სტრესში ვარდება და ამიტომ ნუ ვიზამთ ამას. ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი, რომ საჭიროა სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენი ხალხი ღვთის რჩეულია. რჩეული რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალი", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი