ბათუმში 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა
29-09-2014, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დასავლეთ საქართველოში კვლავ ცუდი ამინდია. ბათუმში 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერი ქარის გამო, ჯაფარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის კედელი ჩამოინგრა და გვერდით არსებული სახლის კიბე დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ჩაქვის წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ბათუმი ქობულეთის ცენტრალური გზის ჩაქვის მონაკვეთზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო.

 

 

“4 ბალი დაფიქსირდა ზღვაში. საფეხმავლო ბილიკებზე ნატანი ამოყრილი არ არის. ძლიერი ქარის გამო ჯაფარიძის #17-ში ჩამოინგრა მშენებარე შენობის კედელი, რამაც დააზიანა გვერდით არსებული საცხოვრებელი სახლის კიბე, არავინ დაშავებულა. ბათუმში პერიოდულად წვიმდა, სანიაღვრე არხებში წყალი ასწრებდა გასვლას, ამიტომ არ გვაქვს დატბორვები. წყალი არ მიეწოდება თამარის დასახლებას, რადგან ჩაქვის წყალი ამღვრეულია და გადაიკეტა. ელექტროენერგია მთელ ქალაქს მიეწოდება. ქობულეთი-ბათუმის მაგისტრალის ჩაქვის მონაკვეთზე მოძრაობა მცირე ხნით გაჩერებული იყო, რადგან ჩაქვისწყალი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მოძრაობა მალევე აღდგა”, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი