პროფესორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია
29-09-2014, 08:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, პროფესორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილისა და კლაუს შვაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

 

 

"საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ყველა იმ მექანიზმზე, რა საშუალებითაც შეიძლება, საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდეს. ამ კუთხით ხაზი გაესვა დავოსის ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მისი რეგიონული შეხვედრების მნიშვნელობას. ბატონმა შვაბმა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნა, რომ იგი დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წარმოჩინდეს საქართველოს უპირატესობები და სიანვესტიციო შესაძლებლობები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ყოველი წლის იანვარში იმართება. მიმდინარე წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი