მაია ფანჯიკიძის განცხადებით ღარიბაშვილმა დავოსის ფორუმზე მიწვევა 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია
30-09-2014, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.

 


ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია.

 


"არაფერი ვიცი იმის შესახებ, რა საუბარი ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში. არ ვესწრებოდი შეხვედრას, მაგრამ ვიცი ის, რომ პრემიერ-მინისტრმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბის მიერ გიორგი მარგველაშვილის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევის თაობაზე განცხადება, თურქეთში გიორგი მარგველაშვილისა და კლაუს შვაბის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

 


"საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ყველა იმ მექანიზმზე, რა საშუალებითაც შეიძლება, საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდეს. ამ კუთხით ხაზი გაესვა დავოსის ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მისი რეგიონული შეხვედრების მნიშვნელობას. ბატონმა შვაბმა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნა, რომ იგი დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წარმოჩინდეს საქართველოს უპირატესობები და სიანვესტიციო შესაძლებლობები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი