2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვარიანტი ცნობილია: რომელ უწყებებს ეზრდებათ დაფინანსება?
30-09-2014, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომზე მოიწონა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელიც პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილი ვადით, დღესვე წარედგინება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.

 

 

როგორც ხადურმა აღნიშნა, 2015 წელსაც, ისევე როგორც 2013-2014 წლებში, ბიუჯეტი მთილიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" შესრულებას.

 

 

ხადურის განცხადებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლის პროგნოზები.

 


ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კონსევრატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4%-ს შეადგენს.

 

 

საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 7 მილიარდ 930 მილიონი ლარით განისაზღვრა; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები - 9 მილიარდ 350 მილიონი ლარის ოდენობით. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 მილიარდ 575 მილიონ ლარს, გრანტი 95 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 680 მილიონ ლარს.

 


წარმოდგენილი პრექტით გათვალისწინებული ასიგნებები უწყებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული: შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 92 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 750 მილიონ ლარს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 955 მილიონი ლარი (გაზრდილია 80 მილიონი ლარით); განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 828,9 მილიონი ლარი (გაზრდილია 74,6 მილიონი ლარით); სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 291 მილიონი ლარი, რაც მიმდინარე წლის გეგმაზე 27,5 მილიონი ლარით მეტია. ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილია 135 მილიონი ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი, მათ შორის პროგრამისთვის "აწარმოე საქართველოში" - 20 მილიონი ლარი.

 

 

რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ჯამში გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 54,1 მილიონი ლარით და შეადგენს 850 მილიონ ლარს.

 

 

როგორც ხადურმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტი არის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი და მის დამუშავებაზე ოქტომბრის განმავლობაში აქტიური მუშაობა გაგრძელდება, როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
Cool stuff you have and you keep overhaul every one of us ไฮโลออนไลน์
5 ივნისი 2022 01:24
#1   tech
      
Good to become visiting your weblog again, it has been months for me. Nicely this article that i've been waited for so long. I will need this post to total my assignment in the college, and it has exact same topic together with your write-up. Thanks, good share. เว็บ บาคาร่า
24 აპრილი 2022 07:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი