"პრეზიდენტ მარგველაშვილს "ქართულ ოცნებასთან" დაძაბულობა მოეხსნება, თუ ავლაბრის სასახლიდან ათონელის რეზიდენციაში გადავა"!
01-10-2014, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდი აურზაურია... პრეზიდენტ მარგველაშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც სურდა წასვლა და სავარაუდოდ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც გამოთქვამს ასეთივე სურვილს, თან, არაფრით ეთმობა ავლაბრის ნასააკაშვილისეული სასახლე და დიდ განცდებშია, რომ მას იქაურობა "არ დაატოვებინოს" კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა!..

 

 

საქმე ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად არჩევამდეც ბრწყინვალედ იცოდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა საპარლამენტო რესბუბლიკისაკენ უნდა წასულიყო, რასაც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან ხელშეწყობა უნდა მოჰყოლოდა, რისი პირობაც მან დადო იმ პიროვნების წინაშე, ვისი დიდი მონდომების წყალობით პრეზიდენტის პოსტი დაიკავა! მაგრამ, მან პრეზიდენტად არჩევის პირველივე დღეებიდან – საპრეზიდენტო "ამბიციები" გამოამჟღავნა და "პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცველის" მანტია მოირგო! მოკლედ, "გაუტკბა და მოეწონა პრეზიდენტობა" და ალბათ, მეორე ვადით არჩევის სურვილიც გაუჩნდა!.. ავლაბრის სასახლეშიც უმალ გადაბარგდა თავის "ამალასთან" ერთად, არადა "პრეზიდენტობამდე" იქ გადასვლის სასტიკი წინააღმდეგი იყო!.. მოკლედ, მრავალ საკითხთან მიმართებაში მარგველაშვილმა არაფრად ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის და იმ პოლიტიკური გუნდის აზრი, რომელმაც მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე მოიყვანა!.. დიახ, რომ არა მათი მხარდაჭერა, შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილზე მეტ პროცენტებს "ნაცმოძრაობის" კანდიდატი ბაქრაძე და ლეიბორისტი ნათელაშვილი მიიღებდნენ!..

 

 

პოლიტიკაში ყველაფერი შედარებითია და მოდით ვნახოთ "პროცენტებში", თუ ვინ და როგორ "გახდა" წარსულში საქართველოს პრეზიდენტი...

 


საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში:

 


1990 წელი – ზვიად გამსახურდია – 87%;

 


1995 წელი – ედუარდ შევარდნაძე – 74%;

 


2004 წელი – მიხეილ სააკაშილი – 96%;

 


სამივე მათგანმა "თავისი ხმები" მიიღო, რაც იმდროინდელ რეიტინგს ასახავდა და ვერავინ იტყვის, რომ მათ მიერ მიღებულ პროცენტებში ვინმეს "წილი ან დამსახურებაა"!..
2013 წელი – გიორგი მარგველაშვილი – 62%;

 

 

აი, აქ კი, სულ სხვაგვარადაა საქმე და იქნებ ვინმემ დაუსვას ბ–ნ მარგველაშვილს კითხვა, – რამდენ პროცენტს შეადგენს მისი პირადი "რეიტინგი, წილი და დამსახურება" ამ 62% – ში?!

 

 

მოკლედ, პრეზიდენტ მარგველაშვილს "ქართულ ოცნებასთან" დაძაბულობა მოეხსნება, თუ ავლაბრის სასახლიდან ათონელის რეზიდენციაში გადავა, თუ არადა, პოლიტიკური დაპირისპირება მის კარიერას არაფერს კარგს არ უქადის და ისტორიაც იმ ადგილს "მიუჩენს", რომელსაც დაიმსახურებს!!!...

 

ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი