ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა თანამდებობიდან გადააყენეს. ხარჩილავას იმპიჩმენტის ინიციატივა „ქართული ოცნების“ წევრ ზურაბ ჩაჩუას ეკუთვნოდა.
ჩაჩუას განცხადებით ოთარ ხარჩილავა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა. თავად ოთარ ხარჩილავა კი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს, საკრებულოს შემადგენლობაში მყოფი 15 დეპუტატიდან მხარი დაუჭირა 13-მა დეპუტატმა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
ცნობისათვის, ოთარ ხარჩილავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.