პრეზიდენტი: სულ უფრო მეტი ქვეყანა ხედავს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას
28-06-2016, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად დღეს თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - DIB გახსნა.

 

 

საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და წინგადადგმული ნაბიჯია პროფესიული კადრების მომზადების თვალსაზრისით, უფრო სტაბილური, მტკიცე და დაცული რეგიონის შესაქმნელად.

 

 

„ჩვენი ქვეყანა რეალურად ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი შესაძლებლობებიც გვაქვს. სულ უფრო მეტი ქვეყანა, როგორც ევროპაში, ასე აზიაში, ხედავს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას. ხედავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანი, მომგებიანი და ხელსაყრელია გლობალურად სტაბილური, ევროპული და აზიური გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სტაბილურობას ნატოში ინტეგრაციით ვხედავთ. ჩვენ არაერთი მტკიცე ნაბიჯი გადაგვიდგამს ამ მიმართულებით. დღეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მნიშვნელოვანი ახალი ინსტიტუტის შექმნაზე, ეს არის ის წარმატება, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ 2014 წელს უელსიდან. მაგრამ წარმატება თავის მხრივ მიღწეული იყო არაერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გმირული შრომის, გმირული მოღვაწეობის და სისხლის შედეგადაც კი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ",-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, უელსიდან წამოღებული პაკეტის შემადგენლობაში სერიოზული შინაარსი იყო ჩადებული და ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, ამ შინაარსის, ამ გეგმების განხორციელება.

 

 

„ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ ქართული სახელმწიფო გააგრძელებს თავის სვლას რეგიონის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით და ეს ნაბიჯი არანაირად არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, რეალურად თუ შევხედავთ, ყველა ჩვენი პარტნიორი და მეზობელი უნდა იყოს დაინტერესებული სტაბილური და ძლიერი ქვეყნის, სტაბილური და ძლიერი საქართველოს განმტკიცებისათვის. 2016 წელს ვარშავიდანაც ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალში შევძლებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად გაღრმავებას და განმტკიცებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სკოლა ითვალისწინებს პროფესიული განვითარების პროგრამებს როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და მაღალი რანგის სამხედროებისთვის, ასევე აღნიშნულ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

 

 

საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, ასევე, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაქან ილდემი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ბეტინა კადენბახი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი