გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს
28-06-2016, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრის, გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს.

 

 

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაზე ქართველი დეპუტატი იყოს არჩეული.

 

 

„ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით ამ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაში საქართველოს თემების უკეთ წამოწევის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ღიად უჭერს მხარს გიგი წერეთლის კანიდატურას. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იმავეს მოუწოდებს საქართველოს დელეგატებს“, - განაცხადა მიშველაძემ.

 

 

საქართველოში პირველად, მიმდინარე წლის 1-5 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი